logo
ENG



"ფსიქიკური პრობლემები აქვს" - კობახიძე გვარამიაზე, რომელმაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა

01 ნოე 202314:41
3 წუთის საკითხავი
 
"ფსიქიკური პრობლემები აქვს" - კობახიძე გვარამიაზე, რომელმაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას "სერიოზული ფსიქიკური პრობლემები" აქვს. ამ განცხადებას წინ უძღოდა გვარამიას ინტერვიუ, რომელმაც თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

"გვარამია ცდილობს, თავისი დღევანდელი ფსიქიკური პრობლემების გადაფარვას, მას ჰქონდა და დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, სხვანაირად ის იმ ბინძურ საქმიანობაში ვერ იქნებოდა და ვერ იქნება ჩართული, რაშიც დღემდე არის ჩართული. მას ჰქონდა და აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, ეს არის შემდგარი ფაქტი - საკმარისია მის განცხადებებს მოუსმინო და შესაბამისი დასკვნის გაკეთება არ გაუჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს", - თქვა კობახიძემ.

მენტალურ ჯანმრთელობაზე გვარამიამ გუშინ, 31 ოქტომბერს TV პირველის ეთერში ისაუბრა. წამყვანმა მას ჰკითხა, მედიაში ყოფნის დრო რა მიაჩნია მის შეცდომად.

"ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, ან ეთერს უნდა ჩომოშორდე, ან მიხვიდე და დაისტაბილურო ეს მდგომაროება. ვერ მივეცი თავს ამის უფლება, ეთერს ჩამოვშორებოდი, ვერ მივაღწიე იქამდე, სადაც უნდა მიმეღწია, არასწორი იყო ეს საქციელი ჩემი აზრით. მეტის გაკეთება შემეძლო. ადამიანს უნდა შეეძლოს იმის აღიარება, რომ მას ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ის უნდა მივიდეს და იმკურნალოს, კი. მით უმეტეს, როცა ეთერში კომუნიკაცია აქვს ადამიანებთან, ეს შეცდომა მე დავუშვი და არავის ვურჩევ ამ შეცდომის დაშვებას", - თქვა გვარამიამ.


close დახურვა